logo
ENG



მეგრელიშვილი ოპოზიციის შეხვედრაზე: ძირითადად კითხვები გვაქვს და გვაინტერესებს აფდეითი

15 თებ 202112:25
3 წუთის საკითხავი
 

გირჩის ერთერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის შეხვედრაზე კონკრეტული შეთავაზებები არ აქვს, აინტერესებს, რა გეგმა აქვს მის კოლეგებს.

როგორც მან ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იქნება გირჩისა და სხვა პარტიების ურთიერთობაზეც.

"ნიკა მელიას შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით გვაინტერესებს ჩვენი კოლეგების პოზიცია, საერთოდ როგორ უყურებენ ამ პროცესს და ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში როგორ წარმოუდგენიათ ერთმანეთთან თანამშრომლობა, ვის რა როლი აქვს ამ პროცესში.

ჩვენთან მიმართებაშიც იყო გარკვეული პრობლემები და გვაინტერესებს, რაშია საქმე, შეიძლება ისეთ ფაზაში შევიდეთ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი კოლეგების პოზიცია. ჩვენ შესათავაზებლად დღეს არ მოვსულვართ, ძირითადად უფრო კითხვები გვაქვს და გვაინტერესებს აფდეითი", - თქვა მეგრელიშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიცია ამ წუთებში იკრიბება.


close დახურვა