რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი, გამოეხმაურა რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემის ინიციატივთ შექმნილ კანონპროექტზე დონალდ ტრამპის ხელმოწერას, რაც რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას გულისხმობს.
"ოკეანის გაღმა მხოლოდ პირდაპირი სამხედრო შეკავების ენა ესმით, რომლითაც უნდა ვუპასუხოთ ისეთ რუსოფობიურ საზიზღრობას, როგორიც მკვდარი ტერორისტის გრემის სახელობის კანონია", - თქვა მედვედევმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აწ გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის, კანონპროექტს ხელი მოაწერა.
კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას ისახავს მიზნად და იმ ქვეყნებზე დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის შესაძლებლობას ითვალისწინებს, რომლებიც რუსეთისგან დიდი რაოდენობით ენერგორესურსებს ყიდულობენ. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს დამატებით სანქციებს რუსეთის ფინანსური სექტორის, ენერგეტიკული პროექტებისა და თავდაცვის ინდუსტრიის წინააღმდეგ.
კანონპროექტით გათვალისწინებული ზომები ასევე შეიძლება შეეხოს იმ ქვეყნებსა და კომპანიებს, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
კანონპროექტი გარკვეულ გამონაკლისებს ითვალისწინებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსული ენერგორესურსების შედარებით მცირე რაოდენობას ყიდულობენ და რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების მიმართულებით ნაბიჯებს დგამენ.
დოკუმენტი აშშ-ს პრეზიდენტს აძლევს უფლებამოსილებას, დამატებითი ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსული ენერგორესურსების უმსხვილეს მყიდველებს შორის არიან. ამ ქვეყნებს შორის შეიძლება იყვნენ ჩინეთი და ინდოეთი.
