რუსეთის ექსპრეზიდენტი და ექსპრემიერი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, პარტია "ედინაია როსია“-ს თავმჯდომარე დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ უკრაინისადმი რუსეთის ამჟამინდელი „ულტიმატუმები“ არის „საბავშვო მოთელვა მომავალი მოთხოვნების წინ“.
ის ტელეგრამ არხზე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა და უკრაინის პრეზიდენტს "ვიღაც" უწოდა. ამასთან, თქვა, რომ რუსეთის შემდეგი მოთხოვნა იქნება უკრაინის სრული კაპიტულაცია.
"ვიღაც ზელენსკიმ თქვა, რომ ის არ წარმართავს დიალოგს მათთან, ვინც ულტიმატუმებს აყენებს. ახლანდელი ულტიმატუმი ბავშვური მოთელვაა მომავალი მოთხოვნების წინ. და მათ შესახებ მან [ზელენსკიმ] იცის - კიევის რეჟიმის ტოტალური კაპიტულაცია რუსეთის პირობებით". - დაწერა მედვედევმა.
ზელენსკიმ CNN-ს უთხრა, რომ სანამ ომი მიმდინარეობს, უკრაინა მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს არ აქვს სურვილი, კონსტრუქციული იყოს, ხოლო იმათთან, ვინც ულტიმატუმებს აყენებს, ლაპარაკს არ აპირებს.