logo
ENG



მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სავარაუდოდ, ოცნების დეპუტატის შვილი დააკავეს

11 ივლ 202021:21
3 წუთის საკითხავი
clock 816
6ivrrmu2lpghcml.jpg

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ დეპუტატის შვილი დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ დაკავების ფაქტს ადასტურებენ.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შეიქმნა მიმალვის საშიშროება, ამიტომ საჭირო გახდა სამი პირის დაკავება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, 2000 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

ამავე საქმესთან დაკავშირებით, 1997 წელს დაბადებული დ.ჟ. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 238- პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ასევე, თბილისში დააკავეს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2000 წელს დაბადებული დ.კ. პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა. საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები", - ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, 1997 წელს დაბადებული პირის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 24 ივნისს დაიწყო.

ზემოხსენებული სამი პირის დაკავებამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი სცემეს და ინციდენტში მმართველი პარტიის დეპუტატის შვილიც მონაწილეობდა.


close დახურვა