logo
ENG



მედიაში ინფორმაციის გავრცელება - ოცნებამ კიდევ ერთი ამერიკული ლობისტური კომპანია დაიქირავა

14 თებ 202008:08
3 წუთის საკითხავი
 

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, საქართველოს მმართველმა პარტიამ კონტრაქტი კიდევ ერთ ლობისტურ კომპანიასთან გააფორმა. საუბარია კომპანია "დი სი აი გრუპ"-თან, რომელიც პარტიის ინტერესებს მედიაში მის სასარგებლოდ ინფორმაციის გავრცელებით დაიცავს.

როგორც შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროში შეტანილ სარეგისტრაციო განაცხადშია ნათქვამი, კომპანია ლობირებას გაუწევს "ქართულ ოცნებას", როგორც სანდო და პრაგმატულ პარტნიორს დემოკრატიის, მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებში. კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულებაა თვეში 33 ათას 333 დოლარი და მისი ვადა 2020 წლის 31 ოქტომბრამდეა. შეთანხმებაში "ქართულ ოცნებას" პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე წარმოადგენს. 

 

 

 

 

 

 


close დახურვა