logo
ENG



მედია: ბულგარეთი მელიტოპოლში საპატიო კონსულის, სერგეი ჟელევის გატაცებას უარყოფს

24 აპრ 202214:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/24/p2kx2lsoyn5ejam.jpg

ბულგარული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით უარყოფს მელიტოპოლში საპატიო კონსულის, სერგეი ჟელევის გატაცებას.

მედიის ცნობით, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დიპლომატი უსაფრთხოდაა.

სამინისტროს განცხადებით, დიპლომატის გატაცების შესახებ ინფორმაცია მცდარია და ჟელევი ამჟამად საკუთარ სახლში, უსაფრთხოდაა.

დღეს, მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქალაქიდან ბულგარეთის კონსული გაიტაცეს.

 

 

close დახურვა