logo
ENG



მედია: პოეტი არტემ კამარდინი ომზე ლექსის წაკითხვის გამო დააკავეს, სცემეს და გააუპატიურეს

27 სექ 202215:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/27/hxxdspohkzbmws1.jpg

მედიის ცნობით, 31 წლის პოეტი არტემ კამარდინი მოსკოვში, ომზე ლექსის წაკითხვის გამო დააკავეს. შსს-ს სპეცრაზმმა ის ჰანტელებით სცემა და გააუპატიურა. უსაფრთხოების ძალებმა კამარდინს ვიდეო გადაუღეს, რომელიც მოგვიანებით მის შეყვარებულს გაუგზავნეს.

27 სექტემბერს, დაახლოებით დილის 2 საათზე, გავრცელდა ვიდეო, სადაც კამარდინი ექიმებისა და პოლიციელების თანხლებით ტოვებს საგამოძიები კომიტეტის განყოფილებას მოსკოვის ტვერსკოის რაიონში. ადვოკატის, ლეონიდ სოლოვიოვის თქმით, საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება, რადგან როგორც ადვოკატი აღნიშნავს, კამარდინმა ტვინის შერყევა მიიღო.

მედიის ინფორმაციით, არტემ კამარდინმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა. ახლა ის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. კამარდინი ექსტრემიზმის საქმეზე ეჭვმიტანილის  ბრალდებით 48 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რაც რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილს გულისხმობს.


close დახურვა