რუსეთის ქალაქ ფსკოვში 60-მდე სამხედრომ უარი თქვა უკრაინაში ბრძოლაზე. ინფორმაციას რუსული გამოცემა ფსკოვის გუბერნია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, სამხედროები ომის დაწყების პირველ დღეებში ჯერ ბელარუსის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი დისლოკაციის ადგილას, ფსკოვში დააბრუნეს.
მედიის ცნობით, იმ სამხედროების უმრავლესობა, ვინც უარი თქვა უკრაინაში წასვლაზე, სამსახურიდან გაუშვეს, ნაწილს კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრებიან.
არაოფიციალური ინფორმაციით, ახლა ადგილზე რუსეთის თავდაცვის მინისტრი მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა რუსი ჯარისკაცები უკრაინაში ბრძოლაზე უარს ამბობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში კრასნოდარის ტერიტორიაზე, კალინინგრადისა და ხაკასიას სამხედროებმაც თქვეს უარი უკრაინის ომში ჩართვაზე.
ადვოკატი მაქსიმ გრებენიუკი, რომლის სამხედრო ომბუდსმენის საჯარო გვერდის ავტორია, მედიაზონასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის მხოლოდ ერთი რეგიონიდან 500-ზე მეტმა რუსმა სამხედრომ თქვა უარი ომში წასვლაზე.