logo
ENG



მედია: საქართველოში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში 20 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა

11 ნოე 202518:51
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/11/8zt4pbincg4h751.jpg

მედიაში გავრცელებული ცნობებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავში 20 ადამიანი იმყოფებოდა.

ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა APA-ს თურქეთის ბიურო, თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ჩვენს თვითმფრინავში, რომელიც ჩამოვარდა, 20 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის წევრები. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება", - აცხადებენ თურქეთის თავდაცვის უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი.


close დახურვა