logo
ENG



მელია: ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას

07 თებ 202312:16
3 წუთის საკითხავი
 
მელია: ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას
ვახო ქარელი/ფორმულა

ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის მიერ საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით ქართულ ოცნებას მხოლოდ კომფორტი ექმნება. ამის შესახებ ეს Facebook-ზე წერს.

"რეალობის სწორი აღქმით და პრაგმატული გეგმით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მივიღოთ შედეგი. საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში. თუ პარტია რჩება პარლამენტში, მაშინ დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით და შექმნან დისკომფორტი. თუ პარტია გამოდის პარლამენტიდან - უნდა გამოვიდეს და პარლამენტარები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან. ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით - კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას", - აცხადებს მელია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ გუშინ, 6 თებერვალს უარი თქვა. მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.

მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს. საქმეზე სასამართლო პროცესები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გუშინვე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ პარტია საგანგებო რეჟიმზე გადადის და "ქართულ ოცნების თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება". მათ საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა გამოაცხადეს. დღეს ენმ-ის ბოიკოტს სტრატეგია აღმაშენებელიც შეუერთდა.


close დახურვა