logo
ENG



მელია: ენმ-ში დიდი განახლებისა და გადაადგილების დროა

04 იან 202123:40
3 წუთის საკითხავი
 
მელია: ენმ-ში დიდი განახლებისა და გადაადგილების დროა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიაში დიდი განახლებისა და გადალაგების დროა, რაც კანონზომიერია. როგორც მელია Facebook-ზე წერს, ცვლილებების აუცილებლობას ქმნის ის გამოწვევები, რომელიც პარტიისა და ქვეყნის წინაშეა. მელიას თქმით, დასამარცხებელია და ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებელია ძალა, რომელიც ქვეყანას დიდ და ღრმა უფსკრულისკენ მიაქანებს, ხოლო ბრძოლაში გასამარჯვებლად აუცილებელია, ფრონტის გაფართოება.

მელიას თქმით, აუცილებელია, ხელისუფლებასთან ბრძოლაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაერთიანდეს.

"რაც არ უნდა ორგანიზებული და შემართული იყოს პოლიტიკური ძალა, გარკვეულ ხანში, ყოველთვის დგება განახლებისა და ცვლილებების აუცილებლობის ეტაპი. დღეს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში სწორედ დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა და ეს კანონზომიერია. დასამარცხებელია და ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებელია ძალა, რომელიც ქვეყანას დიდ და ღრმა უფსკრულისკენ მიაქანებს. ამ ძალის დასამარცხებლად არ კმარა და აშკარად გასაფართოვებელია არსებული ფრონტი. სწორედ ამიტომ აუცილებელია შემოგვიერთდეს ამ ქვეყნის რაც შეიძლება მეტი მოქალაქე, როგორც ენერგიით სავსე ახალგაზრდები, ახალი თაობა, ისე გამოცდილებით სავსე უფროსი თაობა", - აცხადებს მელია.

მისი თქმით, მოხდება არა ძველი კადრების ჩანაცვლება, არამედ ჯამის შეცვლა.

"ძალიან ბევრი, აქამდეც იყვნენ ჩვენ რიგებში და იბრძოდნენ კიდეც ჩვენს მხარდამხარ, მაგრამ ამიერიდან მათ მეტი გასაქანი უნდა მიეცეთ და მივცემთ კიდეც. დიდი და მასშტაბური ფრონტი ყველას აძლევს ასპარეზს - მათაც ვინც აქამდე ჩვენთან ერთად არ იბრძოდა, მათაც ვინც ზურგს გვიმაგრებდა და ახლა მხარდამხარ იბრძოლებს და მათაც, ვინც აქამდე წინა ხაზზე იდგა.
ახლა ყველა ერთად და მხარდამხარ ვიბრძოლებთ ერთიანი მიზნისთვის
ჩვენ არ გვინდა ძველი ძალების ახლით ჩანაცვლება, ჩვენ გვინდა ჯამის შეცვლა და შესაბამისად - შესაკრებთა შეკრება და არა შესაკრებთა გადაადგილება", - წერს მელია.

2020 წლის 27 დეკემბერს ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გახდა. ის პარტიის ყრილობაზე ერთხმად დაამტკიცეს.

 

 


close დახურვა