logo
ENG



მელია: მზად ვართ დიალოგისთვის, იმედია ხელისუფლება რეალობას ადეკვატურად შეაფასებს

20 თებ 202116:40
3 წუთის საკითხავი
 
მელია: მზად ვართ დიალოგისთვის, იმედია ხელისუფლება რეალობას ადეკვატურად შეაფასებს
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგისთვის ისევ მზად არის. 

მელიამ იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება შეძლებს სიტუაცია ადეკვატურად შეაფასოს და დიალოგი შედეგზე ორიენტირებული იქნება. 

"ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუწყოს პროცესის დეესკალაციას. მზად ვართ დიალოგისთვის. ჩვენი პარტნიორების, ლიეტუვას და არა მარტო ლიეტუვას ჩართულობით, იმედს ვიტოვებ, რომ ამ შემთხვევაში მაინც, ხელისუფლება რეალობას ადეკვატურად შეაფასებს. ოპოზიციას როგორც ჰქონდა სურვილი რომ ვითარება აქამდე არ მისულიყო, ისეთივე მოწადინებულია დიალოგისთვის. ოღონდ დიალოგი უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და არა დიალოგი დიალოგისთვის", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ცნობისთვის, ოპოზიციის ლიდერები ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისის შეხვდნენ. მანამდე შეხვედრა უშუალოდ ნიკა მელიასთან შედგა. უცხოელი პოლიტიკოსი ასევე პარლამენტშიც იმყოფებოდა და შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთანაც გაიმართა.  


close დახურვა