logo
ENG



მელია: ღარიბაშვილს მე შევუწყვე ხელი, რომ პრემიერად მოსულიყო და წასვლაშიც მევე შევუწყობ ხელს

24 მაი 202118:52
3 წუთის საკითხავი
 
მელია: ღარიბაშვილს მე შევუწყვე ხელი, რომ პრემიერად მოსულიყო და წასვლაშიც მევე შევუწყობ ხელს
ვახო ქარელი/ფორმულა

ბატონი ღარიბაშვილი 24 საათი რომ ,,ნაციონალურ მოძრაობაზე" და ჩემზე საუბრობს, აქაც ხომ ჩანს, რომ მშვიდი ძილის შესაძლებლობა მას არ აქვს. მეორე - ბატონი ღარიბაშვილის ადგილზე, მე, მადლობას გადავუხდიდი ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, რომ არა მე და რომ არა ის უსამართლობისადმი თავის არდახრა, დღეს პრემიერმინისტრი იქნებოდა ბატონი გახარია და ბატონი ღარიბაშვილი იქნებოდა ისევ იქ, სადაც იყო. ბატონ ღარიბაშვილს მართებს, რომ მადლობა გადამიხადოს, რომ ის არის დღეს პრემიერმინისტრი

რაც შეეხება მის სხვა პოლიტიკურ განცხადებებს - არ აღვიქვამ ამ განცხადებებს იმდაგვარად, რომ ეს განცხადებები კეთდება პოლიტიკოსის მიერ, არა თუ პრემიერის მიერ. ჩვენ ხომ ვნახეთ, ადამიანი როცა იყო დასაქმებული პრემიერმინისტრად, როგორც კი მოინდომა მისმა დამსაქმებელმა, იმწამსვე ის გადადგა, მერე მე შევუწყვე ხელი, რომ მოსულიყო პრემიერმინისტრად და მევე შევუწყობ ხელს მეგობრებთან ერთად, რომ ის აღარ იყოს თუნდაც ნომინალურად პრემიერმინისტრი ძალიან მალე


close დახურვა