logo
ENG



მელია: შიმშილობას 300-ზე მეტი ადამიანი იწყებს

21 დეკ 202122:39
3 წუთის საკითხავი
 
მელია: შიმშილობას 300-ზე მეტი ადამიანი იწყებს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მასობრივი შიმშილობის მონაწილეთა სია ახლა დგება, თუმცა, ამ დროის მონაცემებით, პროტესტის ამ რადიკალურ ფორმას 300-ზე მეტი ადამიანი შეუერთდება. 

"ამ წუთის მდგომარეობით, ახლა სია დგება... უკვე რაც შემიძლია დავადასტურო, 300-ზე მეტი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი კიდევ ასეული შემოუერთდება ამ პროტესტს". - თქვა ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში. 

დღეს, 21 დეკემბერს, ნიკა მელიამ გამოაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობის მასობრივი აქცია დაიწყება. 

მოშიმშილეების კარვები ენმ-ის ოფისის ეზოში უკვე გაშალეს. 


close დახურვა