ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას თქმით, აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლებენ.
ოპოზიციის გადაწყვეტილებით, ცესკოსთან პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება.
დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები რუსთაველზე, პარლამენტთან შეიკრიბნენ. ისინი ცესკოს ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებდნენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ.
ოპოზიციამ ხელისუფლებას დრო 20:00 საათამდე მისცა, რომ ცესკოს თავჯდომარე თამარ ჟვანია გადაეყენებინა და ხელახალი არჩევნები ჩაეტარებინა.