logo
ENG



მელია ამბობს, რომ ენმ თბილისის არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს

23 ივლ 202121:18
3 წუთის საკითხავი
 
მელია ამბობს, რომ ენმ თბილისის არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტია თბილისის არც ერთ რაიონში მაჟორიტარი კანდიდატის დაყენებას არ აპირებს. 

როგორც მელიამ აღნიშნა, ნაციონალური მოძრაობა მხარს დაუჭერს საერთო მრავალპარტიული შეთანხმების კანდიდატებს. 

"ვაცხადებ, რომ ჩვენი პარტია თბილისში არსად, არცერთ რაიონში, არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს საერთო მრავალპარტიული შეთანხმების კანდიდატებს", - განაცხადა ნიკა მელიამ საკუთარ წარდგენაზე. 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. ამასთან, გირჩი - მეტი თავისუფლება ვიცე-მერობის კანდიდატს წარადგენს. 

რაც შეეხება ქართულ ოცნებას, თბილისის მერობის კანდიდატი მოქმედი მერი კახა კალაძეა

 


close დახურვა