logo
ENG



მელია ღარიბაშვილზე: პრემიერობიდან, როგორც პატარა ბავშვი, ისე გაუშვა, მერე ისევ დააბრუნა

18 თებ 202117:04
3 წუთის საკითხავი
 
მელია ღარიბაშვილზე: პრემიერობიდან, როგორც პატარა ბავშვი, ისე გაუშვა, მერე ისევ დააბრუნა
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია პრემიერის კანდიდატურაზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენას ეხმაურება და ამბობს, რომ "როგორც პატარა ბავშვი, ისე გაუშვეს და დააბრუნეს". მელიამ, ასევე საზოგადოებისთვის დაპირება გასცა, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება. 

"ღარიბაშვილი პრემიერმინსიტრობის კანდიდატობიდან როგორც პატარა ბავშვი, ისე გაუშვა, მერე ისევ დააბრუნა. დამთავრებულია ქართული ოცნება. დაგპირდით, არ გადავიხდიდი გირაოს, ხო არ გადავიხადე, დაგპირდით რომ ვერ დამიჭერენ, ხომ ვერ დამიჭირეს? ახლაც გპირდებით, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება ამ ქვეყანაში. ამ ახალ არჩევნებზე ასპარეზობას ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობით გადაწყვეტს ქართული ოცნება, თუ სხვა ადამიანით, ეს მათი გადასაწყვეტია", - ამბობს ის. 

ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. მის კანდიდატურაზე მმართველმა გუნდმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელა. 

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დღეს, 18 თებერვალს დატოვა. მისი თქმით, კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელი. გახარია ამბობს, რომ ამ საკითხში გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და სწორედ ამიტომ ტოვებს პოსტს.

ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით გუშინ, 17 თებერვალს შეუცვალა. მელია მხარდამჭერებთან და ოპოზიციის ლიდერებთან ერთად პარტიის ოფისში იმყოფებოდა, სადაც ღამე გაათენა. დღეს დილით ოფისში მელიასთვის განჩინების ჩაბარებისა და მისი დაკავების მიზნით პოლიცია მივიდა, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს. 


close დახურვა