logo
ENG



მელია Edison Research-ის კვლევაზე: გლდანში ოპოზიციის გამარჯვების შანსი ერთობამ გაზარდა

15 სექ 202021:43
3 წუთის საკითხავი
 

გლდანის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ მთავარი ფაქტორი, რამაც გლდანში პირველივე ტურში ოპოზიციის გამარჯვების შანსი გაზარდა, არის ერთობა. ასე ეხმაურება ის Edison Research-ის კვლევას, რომლის თანახმადაც მელია პირველივე ტურში იმარჯვებს (52%), მის კონკურენტ ლევან კობიაშვილს კი 33%-იანი მხარდაჭერა აქვს.

როგორც მელიამ "ფორმულას" ეთერში განაცხადა, გლდანის რაიონში სრულიად განსხვავებული ოპოზიციური პარტიები ერთი კანდიდატის ირგვლივ არიან გაერთიანებულები, რაც რეიტინგზეც შესაბამისად აისახება.

"მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, რამაც ერთი-ათად გაზარდა შანსი, რომ გლდანში ოპოზიციამ პირველივე ტურში გაიმარჯვოს, არის ერთობა. ერთობა, რომელიც დაფიქსირდა გლდანის რაიონში - მთლიანი ოპოზიციური სპექტრი შევთანხმდით ერთ საერთო კანდიდატზე და ძალიან განსხვავებული ოპოზიციური პარტიების შტატები მუშაობენ ერთ საერთო მაჟორიტარზე, ამ შემთხვევაში ნიკა მელიაზე", - განაცხადა მელიამ.

კითხვაზე, იმ ფონზე, როცა ოპოზიციის საერთო კანდიდატს ბევრად მაღალი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ცალ-ცალკე კანდიდატებს, რატომ ვერ მოხერხდა სხვა ოლქებზეც შეთანხმება, მელია პასუხობს, რომ "კარგი იქნებოდა, რაც შეიძლება მეტ ოლქში შეთანხმებულიყო ოპოზიცია" და აქვე აღნიშნავს, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ მომავალი ხელისუფლება კოალიციური იქნება.

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას გლდანის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, ნიკა მელია პირველივე ტურში იმარჯვებს


close დახურვა