logo
ENG



მეორე დარბევა 1 კვირის განმავლობაში - დემონსტრანტები პარლამენტთან წყლის ჭავლით დაშალეს

26 ნოე 201912:12
3 წუთის საკითხავი
 
384zhxuv3d8f7ui.jpg

 

პარლამენტის წინ მიმდინარე  აქციის დარბევა დილის 05:00 საათზე დაიწყო. სპეცდანიშნულების რაზმი საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან წყლის ჭავლის მანქანებით მივიდა. რობოკოპებმა მშვიდობიანი დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს. სამართალდამცველებმა პარლამენტთან მისასვლელი გზები ავტობუსებით ჩახერგეს, რის შემდეგაც მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები დაიწყო, ამის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში, აპარატის თანამშრომლები შეუშვეს. ამ წუთებში სამართალდამცველები აკონტროლებენ ყველა ქუჩას, რომელიც პარლამენტის შენობას უკავშირდება. გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩებზე, კრიმინალური და საპატრულო პოლიცია კი ინგოროყვას, ლესია უკრაინკას, ძმები ზუბავაშვილებისა და ვახუშტი კოტეტიშვილის ქუჩებზე არიან განლაგებული.

დარბევის მიუხედავად აქციის მონაწილეები და ოპოზიციის წევრები ამ დრომდე პარლამენტის წინ რჩებიან. ოპოზიცია არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე საუბრობს. ისინი დაშლას არ აპირებენ. მათი თქმით,  მათი მთავარი მიზანია, მმართველი პარტიის დეპუტატებს შეუქმნან მაქსიმალური დისკომფორტი მანამ, სანამ ისნი არ დააკმაყოფილებენ საზოგადოების მოთხოვნებს.

შეგახსენებთ, რომ პარლმენტთან აქცია 1 კვირის წინაც დაარბიეს.

 


close დახურვა