logo
ENG



მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ - მამუკა ხაზარაძე

20 თებ 202013:54
3 წუთის საკითხავი
 

"ლელო საქართველოსთვის" ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. 

გარდა ამისა, ხაზარაძე ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც მერაბიშვილმა "ხელისუფლების დამხობაზე" ისაუბრა. სწორედ სიტყვა "დამხობის" გამო გახდა მერაბიშვილი კონკრეტული პოლიტიკოსების კრიტიკის ადრესატი. 

"მიუღებელია სიტყვა „დამხობა“. ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს რევანში. უნდა დამთავრდეს ხელისუფლების შეცვლა დამხობის გზით და რევოლუციური გზით. უნდა არჩევანი გავაკეთოთ ქვეყნის განვითარებისთვის. მერაბიშვილის და მისი პარტიის გადასაწყვეტია. ეს ჩვენ არ გვეხება. როგორც თქვა, თვითონ ჩამოყალიბდება მის პოლიტიკურ მომავალზე. თანამშრომლობას არ ვაპირებთ, შესაბამისად შეხვედრა არ ყოფილა და არც იგეგმება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვასაპატიმროს დატოვების შემდეგ, ყოფილმა მაღალჩინოსანმა მედიასთან რამდენიმე განცხადებაც გააკეთა. მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ის პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება. ის ასევე მიესალმება ოპოზიციის კონსოლიდაციას და პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა "ქართული ოცნება" ხელისუფლებას ჩამოშორდეს. გარდა ამისა, ყოფილ პრემიერს ჯერ არ გადაუწყვეტია თუ რომელ პარტიას შეუერთდება, თუმცა განაცხადა, რომ ყველა გუნდთან გამართავს კონსულტაციებს.  

 


close დახურვა