ლას-ვეგასში UFC-ის მორიგი ღონისძიებზე მერაბ დვალიშვილმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო. ქართველი მებრძოლი 30 წლის გუსტავო ლოპესს დაუპირისპირდა, სამივე რაუნდი დომინანტურ პოზიციაში ჩაატარა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა მებრძოლმა UFC-ის ვარსკვლავი, დაუმარცხებელი შონ ო'მალი გამოიწვია. მერაბმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ოცნება შონის დამარცხება და მსოფლიოს გაოცებაა.