logo
ENG



მერია: ე.წ. აფრიკის დასახლებაში ოთხ მისამართზე უკანონო მშენებლობებზე გაფრთხილება გავეცით

11 თებ 202217:19
3 წუთის საკითხავი
 
მერია: ე.წ. აფრიკის დასახლებაში ოთხ მისამართზე უკანონო მშენებლობებზე გაფრთხილება გავეცით

თბილისის მერიის განცხადებით, ე.წ. აფრიკის დასახლებაში ოთხ მისამართზე მშენებლები გააფრთხილეს, რათა უკანონოდ აშენებული ნაგებობები დაშალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მერია აცხადებს, რომ ნაგებობებს თბილისის მუნიციპალური ინსპექცია დაშლის.

უწყების განცხადებით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ე.წ. აფრიკის დასახლებაში ოთხი შენობა და მსუბუქი კონსტრუქცია უნებართვოდ იყო განთავსებული.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ცნობითვე, ამ ეტაპზე, ქალაქის სხვადასხვა რაიონში სამშენებლო სამართალდართვევის 12 ფაქტი გამოავლინეს და მშენებლობის შემსრულებლები გააფრთხილეს.


close დახურვა