logo
ENG



მერია: ძლიერი ქარის გამო სახელმწიფო დროშა დაზიანდა, მისი შეცვლა ჯერ საფრთხის შემცველია

06 მარ 202217:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/06/k76o36joy65zk43.jpg

თბილისის მერიის ცნობით, ძლიერი ქარის შედეგად, დავით აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა დაზიანდა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის დედაქალაქში კვლავ ძლიერი ქარია და დროშის შეცვლა საფრთხის შემცველია, როგორც ტექნიკური პერსონალისთვის, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.

მერიაში ამბობენ, რომ ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაზიანებული დროშა ახლით შეიცვლება.


close დახურვა