logo
ENG



მერია აფრიკის მაცხოვრებლებს: მოგიწოდებთ, 4 დღეში დაანგრიოთ უნებართვო მშენებლობები

18 დეკ 202014:52
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლების მაცხოვრებლებს აფრთხილებს, 4 დღეში დაანგრიონ შენობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მერია მივა დემონტაჟისთვის. ამაზე ინსპექციის უფროსმა დღეს, 18 დეკემბერს ბრიფინგი გამართა. 

მანვე აღნიშნა, რომ საქმე ეხება 7 მშენებარე შენობა დაგებობას, რომელზეც გამაფრთხილებელი მოთხოვნები უკვე გამოაკრეს.

"კანონის მოთხოვნის თანახმად, სამართალდამრღვევი ვალდებულია, უმოკლეს ვადაში დაგვიკავშირდეს საბუთზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და თავად მოახდინოს უკანონო ნაგებობის დემონტაჟი.

მედიის საშუალებით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, ოთხი დღის ვადაში განახორციელონ სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობების დემონტაჟი. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, კანონის შესაბამისად დაიწყებს ამ შენობა-ნაგებობების დემონტაჟს", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყება, ასევე აცხადებს, რომ მუნიციპალური ინსპექცია რეაგირებას ახდენს მხოლოდ უკანონო მშენებარე ნაგებობებზე. მათივე მტკიცებით, უკვე შესახლებულ შენობებზე სხვა საკანონმდებლო წესი მოქმედებს. 

15 დეკემბერს მერიამ აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. პოლიციასთან დაპირისპირების დროს რამდენიმე მოქალაქე დაშავდა, 10-მდე ადამიანი კი დააკავეს. 

კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებთა დაკავშირებით გუშინ რამდენჯერმე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მისი მერობის პერიოდში სახელმწიფო ქონების მიტაცებას არ დაუშვებს. მისივე მტკიცებით, მათ მიერ დანგრეულ შენობებში ხალხი არ ცხოვრობდა.

აფრიკის დასახლებაში ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი სალხს იშენებდნენ და ახალ წლამდე გადასვლას გეგმავდნენ. მათი ნაწილის თქმით, ქუჩაში რჩებიან და წასასვლელი არ აქვთ, აქამდე კი ქირით და ნათესავებთან ცხოვრობდნენ. ოჯახები, რომელსაც უკვე აშენებული აქვთ სახლები, ამბობენ, რომ ეშინიათ, რადგან ფიქრობენ, რომ საცხოვრებელს მათაც დაუნგრევენ.


close დახურვა