logo
ENG



მერხი და სკამი შსს-თან - სირცხვილიამ ლუკას გარდაცვალება აქცია-პერფორმანსით გააპროტესტა

18 დეკ 201913:26
3 წუთის საკითხავი
 
jofghxtzq8h82io.jpg

მოძრაობამ „სირცხვილია“ შს სამინისტროთან სკოლის მერხი მიიტანა. სამოქალაქო აქტივისტებმა ამ ფორმით გააპროტესტეს 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტი. ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს. პოლიცია "სირცხვილიას" წევრებს პერფორმანსის მოწყობის საშუალებას არ აძლევდა. სამართალდამცველების წინააღმდეგობას, მოძრაობის წევრებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. რამდენიმეწუთიანი კამათის შემდეგ, აქტივისტებმა მერხი და სკამი შენობასთან მაინც დადგეს და მდუმარე ფორმით საკუთარი პოზიცია გამოხატეს. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის გუშინ იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

აღნიშნულ საქმეზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქმის გამომძიებელი, მარინა ჩოლოიანი, ბავშვის გარდაცვალებიდან, რამდენიმე წუთში დააკავა. იგეგმება თუ არა სხვა პირების დაკავება, გამოძიების ინტერესებიდან გამომძინარე, შესაბამისი სამსახური არ აკონკრეტებს.

 


close დახურვა