logo
ENG



მესამე დღეა ჯანდარის ტბაზე დაკარგულ ორ მოქალაქეს ეძებენ

04 დეკ 201908:57
3 წუთის საკითხავი
 
pvuo34ei64daiku.jpg

უკვე სამი დღეა, რაც ჯანდარის ტბაზე დაკარგულ ორ მოქალაქეს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საძიებო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში არ შეუწყვეტია. მაშველები და მყვინთავები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით როგორც წყალზე, ისე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობენ. ამ დროისთვის ტბის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ნაწილის 80% უკვე შემოწმებულია. პროცესში ჩაერთო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამაშველო სამსახურიც. ქართველი მაშველები ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად ძიებას აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც გააგრძელებენ. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ სამაშველო ძალები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ. 

 


close დახურვა