საერთაშორისო ტონი ხელისუფლების მიმართ დღითიდღე მკაცრდება. ჯანდაცვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სრულიად აშკარაა და ამას ფორმულასთან ინტერვიუში გავლენიანი Human Rights Watch-ს ხელმძღვანელობა პირდაპირ ამბობს. მკაცრია Amnesty International-ის შეფასებებიც.
ოფიციალურ განცხადებაში ორგანიზაცია ცალსახად წერს, რომ მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია. ხელისუფლებას სააკაშვილისადმი მიდგომის შეცვლას მოითხოვენ ევროპარლამენტარები და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების ფონზე, მწვავე კრიტიკაზე ხელისუფლება ისევ არ რეაგირებს.