მესტიის რაიონის სოფელ ნაკრაში ახალგაზრდა მამაკაცი ხევში გადაიჩეხა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მთის მცენარეების მოსაგროვებლად იყო წასული, ის ფეხით გადაადგილდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორმულას“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
