შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი სამედიცინო დაწესებულებაში დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, 5 სექტემბერს დაბა მესტიაში ორ არასრულწლოვანს შორის დაწყებულ ურთიერთშელაპარაკებაში ერთ-ერთი მოზარდის მამა ჩაერთო, რომელმაც მეორე არასრულწლოვანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტის გაგრძელებისას, დაპირისპირებაში რამდენიმე მოქალაქის ჩართვის შემდეგ, ბრალდებულმა ცივი იარაღით ორი პირი დაჭრა. ფიზ
იკური დაპირისპირებისას თავად ბრალდებულიც დაშავდა — სამივე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
