logo
ENG



მეტროსადგურ "გოცირიძის" გახსნა გადაიდო - გახსნის თარიღი უცნობია

22 აპრ 202111:37
3 წუთის საკითხავი
 
მეტროსადგურ "გოცირიძის" გახსნა გადაიდო - გახსნის თარიღი უცნობია
ფოტო: ვახო ქარელი
ფოტო: ვახო ქარელი

მეტროსადგურ "გოცირიძის" გახსნა, სავარაუდოდ, გადაიდება. 

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ფორმულას განუმარტეს, მიზეზი დამატებითი სამუშაოებია, რაც თავდაპირველად განსაზღვრული არ იყო.

კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე უცნობია, როდემდე გადაიდება მეტროსადგურის მგზავრთათვის გახსნა.

„სამუშაოები მიმდინარეობს. გამოიკვეთა საჭიროება, რომ აუცილებელი გახდა დამატებით დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულება, რასაც ვერ უზრუნველყოფს მომსახურე კომპანია. საჭირო გახდა ცალკე კომპანიი შერჩევა, ვინც ამ სამუშაოებს შეასრულებს. ცხადია ახლა არსებული კონტრაქტორი კომპანიაც რჩება და შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ჩვენ ვემზადებით ტენდერის გამოცხადებისთვის, წარმატებით ჩატარების შემდეგ მოხდება ხელშეკრულების გაფორმება და ზუსტი ვადების განსაზღვრა. თარიღი გადაიწევს, რადგან ამ სამუშაოების ჩატარების გარეშე სადგური მგზავრებისთვის ვერ გაიხსნება", - განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.


close დახურვა