logo
ENG



მეტრო "გოცირიძის" გაურკვეველი ბედი

21 დეკ 202219:58
3 წუთის საკითხავი
 

რეაბილიტაციის დაწყებიდან მესამე წელს მეტრო გოცირიძის ბედი ისევ გაურკვეველია. სადგური, რომელიც გასული წლის იანვარში უნდა გახსნილიყო დღესაც დაკეტილია. მერია მოსახლეობას ოთხჯერ დაჰპირდა, თუმცა გახსნის თარიღი ოთხჯერვე გადაავადა. კომპანია "მამისონის" ტექნიკამ და სამშენებლო გუნდმა მეტროს მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა, ობიექტს გასახსნელად ამზადებდნენ, როცა ახალი პრობლემები გამოიკვეთა. ამის შესახებ საჯაროდ თბილისის მერმა  მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კომპანია მამისონს ბრალდებები წაუყენა და მოადგილეებს ხელშეკრულების გაწყვეტა დაავალა. გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო მეტრო გოცირიძის ექსპლუატაციაზე უარს ამბობს.

 


close დახურვა