logo
ENG



მეტრო მგზავრებს კვლავ დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე მოემსახურება

21 სექ 202007:59
3 წუთის საკითხავი
clock 1151
gzm3agbk60ynipg.jpg

თბილისის მეტრო, დღეიდან, მგზავრებს კვლავ ჩვეული რეჟიმით, დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე მოემსახურება.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელი თამაზ რობაქიძე აცხადებს, დასრულებულია ენერგოუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების რეაბილიტაცია, რის გამოც მეტრო 2019 წლის 1 ივლისიდან დღემდე შემცირებული გრაფიკით, ღამის 11 საათამდე მუშაობდა.

"დღეიდან თბილისის მეტრო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება და ის მგზავრებს დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე მოემსახურება. პროექტის ფარგლებში მოხდა 28 მოძველებული სავენტილაციო სისტემის დემონტაჟი და მათ ნაცვლად განთავსდა სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტის სავენტილაციო სისტემა", - განაცხადა რობაქიძემ.

პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის მიერ 15 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი. 


close დახურვა