logo
ENG



მეტრო 20 წუთის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა

19 ნოე 201916:04
3 წუთის საკითხავი
 
zspsxk95sibad4y.jpg

 

თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებული იყო. როგორც "ფორმულას" მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, მოძრაობა ტექნიკური ხარვეზის გამო იყო შეფერხებული.

 

"დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ იყო შეფერხებული. კერძოდ, მეტრო ახმეტელის თეატრის სადგურიდან სადგურის მოედნამდე მოძრაობა, ხოლო სადგურის მოედნიდან ვარკეთილის მიმართულებით შეფერხებული იყო. ეს უკავშირდებოდა ტექნიკურ ხარვეზს. ჩატარდა ინტენსიური სამუშაოები და მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია," - აცხადებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. 

 

 

 

 

 


close დახურვა