logo
ENG



მეუფე იაკობის განცხადებაზე გამოძიება არ დაიწყება - გახარია რევოლუციურ სცენარზე საუბრობს

01 ნოე 201919:57
3 წუთის საკითხავი
 
1m7f9dyeno9jsjl.jpg

ელისუფლებამ გამოსავალი იპოვა  - ილია მეორეს მონახულების შემდეგ, პრემიერი გიორგი გახარია საპატრიარქოში მიმდინარე უპრეცენდენტო პროცესებს ოპოზიციას აბრალებს. საბურავების გადატრიალებისა და დესტრუქციული ქმედებების შესახებ ბრალდებებით ცნობილი ქართული ოცნების ხელისუფლება, ახლა პოლიტიკურ ოპონენტებს ეკლესიაზე მიზანმიმართულ შეტევაში ადანაშაულებს. პრემიერმა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებული მოვლენები 20 ივნისის ღამესა და რევოლუციურ სცენარს დაუკავშირა. 

დღესვე პრემიერის განცხადებას ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრემიერი წინდახედული არ იყო. პეტრე ცაავას თქმით, გახარიამ წინასაარჩევნო განცხადება გააკეთა. 

ვის აწყობს კრიზისს ქართულ ეკლესიაში, ამ კითხვაზე მმართველ გუნდში დღეს პასუხი არავის გაუცია, თუმცა გახარიას პათოსი დღეს უმრავლესობამ გაიზიარა. მმართველი გუნდი რევოლუციური სცენარის გაგრძელებაში ოპოზიციას ადანაშაულებს  და 20 ივნისის ღამეს უხსენებს. გახარიას განცხადებას უტიფარ ბრალდებად აფასებენ ოპოზიციაში. ოპონენტები საერო და სასულიერო ხელისუფლების დაპირისპირებაზე საუბრობენ.

ქვეყნის პრემიერი გიორგი გახარიაა ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, რომელიც მეუფე იაკობმა პატრიარქის ჩამოშორების სპეცოპერაციის მონაწილედ დაასახელა. იაკობის განცახდებებზე გამოძიება არ დაიწყება, ამის შესახებ განცხადება დღეს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.

 

 


close დახურვა