logo
ENG



მეუფე იაკობი:თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან პასუხს მიიღებენ, ეკლესიაზე შეტევა მიდის

28 მაი 202013:27
3 წუთის საკითხავი
 

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ოპოზიციონერ დეპუტატებს ეკლესიაზე შეტევაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ ეკლესიის კლასტერი, რომ არ გაჩნდა, "ხალხს გული გაუსკდა", რადგან ძალიან უნდოდათ, რომ ეს კლასტერი ყოფილიყო. 

„თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან პასუხს მიიღებენ საპასუხოს. როდესაც ეკლესიაზე შეტევა მიდის, სხვა არის კრიტიკა, სხვა არის რამეს რომ დავაშავებთ, თუ ვერ ვხვდები უნდა მიმითითო, თუ ვხვდები, შეგიძლიათ ჩემს ცუდ საქციელზე ილაპარაკოთ.

"აღდგომაზე ეკლესიის კლასტერი რომ არ არის, ხალხს გული გაუსკდა, ძალიან ხომ უნდოდათ ყოფილიყო? პოლიტიკოსებსაც ძალიან უნდოდათ ჭკუას გვასწავლიდნენ, თვითონ ისწავლონ ჭკუა. საზღვარგარეთ რა წონაც აქვთ, იციან რომ ვიცი და ჭკვიანად უდნა იყვნენ,"-აცხადებს მეუფე იაკობი.

 


close დახურვა