logo
ENG



მეუფე იაკობი სკანდალურ შეხვედრაზე:უხერხულობას გრძნობდნენ, რაზეც მელაპარაკებოდნენ

28 ოქტ 201912:17
3 წუთის საკითხავი
 
c4yotkhh64wxfra.jpg

 

კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი, ბოდიშს იხდის მისი ლექსიკის გამო, თუმცა ამბობს, რომ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები უკან არ მიაქვს.

როგორც მან საპატრიარქოში შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადა, სამი წელი, როგორც მონაწონი გულში ინახავდა სათქმელს, ახლა კი თავისუფალი ადამიანია.

„ჩემი ლექსიკის გამო ძალიან ბევრი დაბრკოლდა, ყველას შენდობას ვთხოვ და ყველას ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ჩემი მდგომარეობა. სამი წელი ისეთი რაღაცეები ვიცოდი, როგორც ეპისკოპოსს პოლიტიკოსებთან ჩარევა გვიწევს-ხოლმე, როგორც მონაზონს გულში მქონდა. ახლა ვარ თავისუფალი ადამიანი, ის ვთქვი, რაც ვთქვი. ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს, სამი ადამიანი შემხვდა მე, მეოთხე არ შემხვედრია. ეს იყო პრემიერის კაბინეტში, თვითონ ბატონი გიორგი ბრძანდებოდა, ბატონი ვახტანგ გომელაური და შს მინისტრი ბატონი გიორგი გახარია. უხერხულობას გრძნობდნენ რა თემაზეც მელაპარაკებოდნენ. უწმინდესთან რაღაც მკითხეს (დამაბარეს), უწმინდეს 10 დღე არ ვუთხარი, ბოლოს მაინც ვუთხარი და პასუხიც შევუთვალეთ ღირსეული“, - განაცხადა მეუფე იაკობმა და დასძინა, რომ პრემიერთან საუბარი არ ყოფილა ლიკვიდაციაზე, საუბარი იყო შეცვლაზე.

„შემცვლელად თავისთავად განიხილებოდა მეუფე შიოს კანდიდატურა, რადგან მოსაყდრეა“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ ქორეპისკოპოსმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ვანო ჩხარტიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დავალებით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური პირადად მას ილია მეორის  პატრიარქის ტახტიდან გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, მიზნის მისაღწევად კი ნებისმიერ სცენარს, მათ შორის მკვლელობასაც განიხილავდნენ.

 


close დახურვა