logo
ENG



მეუფე ნიკოლოზის თქმით, სინოდის სხდომამდე PCR ტესტი ჩაიტარეს და პირბადე ამიტომ არ ეკეთათ

11 თებ 202116:03
3 წუთის საკითხავი
 
მეუფე ნიკოლოზის თქმით, სინოდის სხდომამდე PCR ტესტი ჩაიტარეს და პირბადე ამიტომ არ ეკეთათ

მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, სინოდის სხდომამდე ყველამ PCR ტესტი ჩაიტარა და სხდომაზე პირბადე ამიტომ არ ეკეთათ.

"ყველამ, აბსოლუტურად ყველამ PCR ტესტი ავიღეთ გუშინ და გუშინწინ იყო საპატრიარქოში მთელი ლაბორატორია მოწყობილი და ყველამ გავიკეთეთ, ამიტომ ჩვენ თავს მივეცით უფლება, რომ პირბადეების გარეშე [ვყოფილიყავით]. ჩვენ ისე არ შევდვივართ უწმინდესთან", - განმარტა მეუფე ნიკოლოზმა.

კითხვაზე, მაშინ რატომ ეკეთა მეუფე შიოს პირბადე, ის პასუხობს, რომ მეუფე შიოს ყოველდღე უწევს პატრიარქთან შეხება და სულ პირბადე უკეთია.

სინოდის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. სხდომის მიმდინარეობისას გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ სასულიერო პირებს პირბადე არ უკეთიათ.


close დახურვა