logo
ENG



მეუფე საბა: მეუფე პეტრემ ყველა გზა გადაგვიჭრა

31 ოქტ 201915:10
3 წუთის საკითხავი
 
i9lzzdtgqob2ex4.png

სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთმა მეუფემ ჟრნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მეუფე პეტრემ შენდობის თხოვნის ნაცვლად ბრალდებები გააჟღერა. 

„ვცდილობდით მას სინანული გამოეთქვა. თუ ეკლესიაში პრობლემებია მან სინოდზე უნდა ისაუბროს. მან დაარღვია ეს კანონიკური კუთხე და საჯაროდ ისაუბრა დაუსაბუთებელი ბრალდებები. მან გადაგვიჭრა ყველა გზა. ჩვენგან გვსურდა, რომ მას შენდობა ეთხოვა. მე ვიყავი ერთ-ერთი ვინც აპირებდა წმინდა სინოდის წინ  მეთხოვა, რომ მიგვეცა შანსი მეუფე პეტრესთვის. მეუფემ პეტრემ იმის ნაცვლად რომ შენდობა ეთხოვა, ბრალდებები წააყენა. წმინდა სინოდმა ერთხმად დაუჭირა მხარი მის განკვეთას," - განაცხადა მეუფე საბამ.

მეუფე საბას განცხადებით, სინოდის სხდომიდან მეუფე პეტრე ძალით არ გაუყვანიათ. მეუფე საბას თქმით, მეუფე პეტრემ სინოდის სხდომა თავად დატოვა ხმაურითა და ყვირილით. 

შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის ბრძანებით, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.


 


close დახურვა