მექსიკის ქალაქ გვადალახარაში დემონსტრანტმა პოლიციელის დაწვა სცადა. აქციის მონაწილე სამართალდამცველს მაშინ მიუალოვდა, როდესაც ძალოვანი უწყების წარმომადგენელი მოტოციკლზე ჯდებოდა. კადრებში ჩანს, რომ კაცმა, რომელიც საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, პოლიციელს საწვავი გადაასხა, რის შემდეგაც ცეცხლი წაუკიდა.
სამართალდამცველი დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეკრებილები მშენებლობაზე მომუშავე პირის საქმეს აპროტესტებდნენ, რომელიც პირბადის არტარების გამო დააკავეს, რის შემდეგაც საპატიმროში გარდაიცვალა.