სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა მექსიკაში ნარკო-დაჯგუფებებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას. უბედური შემთხვევა სინალოას კარტელში მოხდა, სადაც მსგავსი შეტაკებები ხშირია.
ნარკო-დაჯგუფებები ერთმანეთს ხშირად ტერიტორიების გადანაწილებისთვის ებრძვიან. კოვიდ 19-ის გამო, 23 მარტიდან მექსიკაში მკაცრი ზომები მოქმედებს, თუმცა მსგავსი ტიპის შეიარაღებული დაპირისპირების სტატისტიკური მაჩვენებელი ქვეყანაში მაინც მაღალია.
მხოლოდ მარტში, მექსიკაში მკვლელობის სამი ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.