logo
ENG



მექსიკის საზღვართან გატაცებული ქართველები ისევ ნარკოკარტელის ტყვეობაში რჩებიან

17 მარ 202412:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/17/vmnpmjsh5m47wqx.png

მექსიკის საზღვართან გატაცებული ქართველები ისევ ნარკოკარტელის ტყვეობაში რჩებიან. 

ტყვეობაში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ ფორმულას აუდიოჩანაწერი გამოაგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ კრიმინალების ხელში ქართველების რამდენიმე ჯგუფია. 

ფორმულას ინფორმაციით, გატაცებული 30 საქართველოს მოქალაქიდან, 15 ადამიანის თანხა - დაახლოებით 45 000 დოლარი უკვე გადახდილია. ერთ-ერთი გადატეცებულის ცნობით, თითო ადამიანში 2 000 დოლარს ითხოვენ. 

***

მექსიკის საზღვართან ქართველები გუშინ გაიტაცეს. ქართველები, რომლებიც აშშ-ში შესვლას არალეგალურად გეგმავდნენ, კრიმინალური ჯგუფის ხელში აღმოჩნდნენ. არსებული ინფორმაციით, მექსიკურ ნარკოკარტელს 30-მდე ქართველი მძევლად ჰყავს აყვანილი.

გუშინ, გატაცებულთა ახლობელმა ფორმულასთან განაცხადა, რომ ტყვეობაში მყოფებზე ფიზიკურად ძალადობენ და გამოსასყიდს ითხოვენ. მისი თქმით, ფულს ნარკოკარტელი ე.წ. გადამყვანისგან ითხოვს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

 


close დახურვა