ღვარცოფისა და წყლის მოვარდნის შედეგად სახლების დატბორვის შემდეგ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვაც იყო. განადგურდა მოსავალი. რაც შეეხება ღვარცოფის ჩამოსვლის ადგილს - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. საქმე ისაა, რომ არსებობს რისკი, რომ ძლიერი წვიმის შედეგად ეს მასა სიახლოვეს მდებარე დასახლებულ პუნქტამდე ჩაიტანოს.