logo
ENG



მე-80 უბანზე "ოცნების" მხარდამჭერებმა ოპოზიციის წევრებს და ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს

31 ოქტ 202015:35
3 წუთის საკითხავი
 
t0yjl348zfcwzkz.png

გლდანის მე-80 უბანზე მობილიზებული ადამიანები ოპოზიციის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ერთ-ერთი მათგანი, რომელიც უბანთან იმყოფება, ქართული ოცნების მხარდამჭერი ბესო კალაძეა. თუმცა, ის უარყოფს, რომ "დილიდან აქ არის" და ამტკიცებს, რომ პროვოკაციებს ნაციონალური მოძრაობა ახდენს. 

"ნაციონალური მოძრაობა. მე არ ვდგავარ დილიდან. ნაციონალური მოძრაობა დგას აქ. ნაციონალური მოძრაობა ახდენს პროვოკაციებს. ნაცმოძრაობის აქტივი იყო უმრავლესობა". - თქვა მან. 

"სამართალს ვიცავთ" - თქვა აქ მყოფმა ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც აგრესიულ ჯგუფს მიეკუთვნება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 


close დახურვა