აფხაზეთის მთავრობა ხელისუფლებასა და დევნილებს შორის ცუდი შუამავალი აღმოჩდა. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უარით უპასუხეს ახალ შემოთავაზებას, რომლის შესრულების გარანტორი სწორედ უმაღლესი საბჭო უნდა გამხდარიყო.
გარანტირებული ქირა ერთი წლით და შემდგომ უსაფრთხო კორპუსში გადაყვანა - ამ პირობის შესრულების დევნილებს არ სჯერათ. ნდობის შერყევას ხელს უწყობს ღარიბაშვილის გულგრილობა სანატორიუმ ქართლში დატრიალებული ტრაგედიის მიმართაც.