logo
ENG



მზადება სახმელეთო ოპერაციისთვის - ომის მე-7 დღე

13 ოქტ 202319:57
3 წუთის საკითხავი
 

სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე საათები რჩება. ისრაელმა ღაზაში ხალხი დილით გააფრთხილა, რომ დატოვოს სექტორი, ჰამასი კი, პირიქით, მშვიდობიანი მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩეს სექტორში.

ტერორისტული დაჯგუფება ხალხის კვლავინდებურად ცოცხალ ფარად გამოყენებას აპირებს. ისრაელს საერთაშორისო დონეზე სრული მხარდაჭერა აქვს, ამასთან, შექმნილი ვითარება შეშფოთებასაც იწვევს, რადგან ღაზის სექტორი მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა.


close დახურვა