logo
ENG



მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს

18 თებ 202514:03
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/18/okux3v657frqna5.jpg

მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს.

ამის შესახებ მან წერილი გაავრცელა.

"ბათუში, ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგედიის ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნისა და დაღუპვის ფონზე, ცემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში, ექიმების დახმარებით, შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს თემურ ქათამაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. ვთხოვ, მათაც შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგებისა და ოჯახის მიმართ. არ მინდა ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემ ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ!" - წერს მზია ამაღლობელი.


close დახურვა