logo
ENG



მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვერსია წარუდგინა

06 ნოე 201909:33
3 წუთის საკითხავი
 
w5o63q71ikequsb.png

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვერსია წარუდგინა. საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი ხარჯების ზრდას, მათ შორის პენსიებსა და ხელფასებს ითვალისწინებს. 

"ითვალისწინებს ბიუჯეტი ხარჯების ზრდას, მათ შორის პენსიებს, ყველა კატეგორიის პენსიონერებისთვის, ხელფასებს პოლიციელებისთვის, ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის, პედაგოგებისთვის და ჯარისკაცებისთვის. როგორც მთავრობა აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც დაასრულებს მოლაპარაკებებს სავალუტო ფონდთან, რომელიც ახლა მიმდინარეობს და გარდა ამისა, ექნება 10 თვის შედეგები, როგორც შემოსულობებში ასევე ხარჯებში, ექნება შესაძლებლობა კიდებ უფრო მეტად დააკორექტიროს ბიუჯეტი", - განაცხადა კოვზანაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ბიუჯეტი 14 მილიარდ 211 მილიონ ლარს შეადგენს, ეს კი 2019 წლის მაჩვენებელზე, 900 მილიონით მეტია. პარლამენტი ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას საშემოდგომო სესიის ბოლომდე დაამტკიცებს, რომელიც დეკემბრის მესამე პარასკევს დაიხურება. პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებს ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას ფინანსთა მინისტრი წარუდგენს. 


close დახურვა