logo

მთავრობა: კომენდანტი ძალაში რჩება, შაბათ-კვირას კვების ობიექტები ისევ გატანაზე იმუშავებენ

21 აპრ 202115:01
3 წუთის საკითხავი
clock 9233

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ყველა დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება, ახლის დაწესება კი ამ ეტაპზე არ იგეგმება.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ისაუბრა, ძალაში რჩება კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე და შაბათ-კვირას კვების ობიექტები კვლავ მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებენ.

მთავრობა საჯარო და კერძო სექტორს მოუწოდებს, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, ასევე, ხანდაზმულ მოქალაქეებს - მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. გარდა ამისა, მათივე თქმით, გამკაცრდება დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლი.

close დახურვა