logo
ENG



მთავრობა: პრემიერმა KIU-ს ახალ რექტორს, გიორგი ხუბუას მხარდაჭერა აღუთქვა

23 ივლ 202415:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/23/tewn5b5b0fk1iyj.jpg

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორად გიორგი ხუბუა დაინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ხუბუას დღეს პრემიერმინისტრი ირაკლი ხობახიძე და განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი შეხვდნენ. მთავრობა წერს, რომ მას კობახიძემ "მხარდაჭერა აღუთქვა".

"შეხვედრისას საუბარი შეეხო გეგმებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით. პრემიერმა უნივერსიტეტის ახალ რექტორს წარმატებები უსურვა და მთავრობის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გიორგი ხუბუას აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი და მეცნიერ-თანამშრომელი, არის 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი.

საქველმოქმედო მეგაპროექტის - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნების იდეა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის. საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი ქართუ უნივერსიტეტის განვითარებაში ფილანტროპიის სახით ერთ მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს", - წერს მთავრობა.

 

close დახურვა