საქართველოს მთავრობის ინიციატივით, უნებართვო გარევაჭრობასა და არასათანადო რეკლამის განთავსებაზე სანქციები და ჯარიმები გავრცელდება.
ერთ-ერთი საკითხი, რაც, პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, სწორედ ეს იყო - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები.
ცვლილების მიხედვით, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობისა და არასათანადო რეკლამის განთავსებისათვის დარღვევებზე სანქციები და ჯარიმების გავრცელდება.
აღნიშნულ მუხლებს ემატება სანქციები ამ მუხლებით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენისათვის.